“პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი ეს არის მძიმე დანაშაული, რომელიც დაუსჯელი არ დარჩებოდა” – ბიძინა გიორგობიანი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ბიძინა გიორგობიანი გუშინდელ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე “დღის ქრონიკაში” გამოეხმაურა.

„გუშინ, დღის მეორე ნახევარში სცენარის ასეთ განვითარებას ველოდი, მაგრამ არ ველოდი, რომ ისინი პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს მიიტანდნენ. ვფიქრობდი, რომ უფრო ადგილზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნებოდა რაღაც. ეს ძალადობრივი ჯგუფები ყოველთვის მზად არიან, რომ ესკალაცია შექმნან.

პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი ეს არის მძიმე დანაშაული, რომელიც დაუსჯელი არ დარჩებოდა და მე გამიკვირდა, რომ ესენი ვა-ბანკზე წავიდნენ. რისი ბრალი იყო ეს, ალბათ ნელ-ნელა გაირკვევა. როგორც დღეს ჩანს, რაღაც საიდუმლოდ ინახავდნენ გარკვეულ გეგმას, რომელსაც თვითონაც აქციის მონაწილეებმაც, ბოლომდე არ იცოდნენ.

ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ გუშინ ჩვენ რაღაც ისეთი გადავიტანეთ, რომლის შემდეგაც დადგება საამური ცხოვრება და ეს ხალხი სადმე გაქრება. არა – ისინი მუდმივად მიიღებენ გარედან რაიმე სახის დავალებას“, – აღნიშნა  გიორგობიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები