“საკმაოდ უცნაურია, როდესაც დასავლეთ ევროპის მედიაში ხშირად ვისმენთ, რომ საქართველო სრულად დემოკრატიული ქვეყანა არ არის და ოპოზიცია მმართველი პარტიის მიმართ ძალიან აგრესიულად არის განწყობილი” – ფრანგი დამკვირვებელი

“ჩემთვის საკმაოდ უცნაურია, როდესაც დასავლეთ ევროპის მედიაში ხშირად ვისმენთ, რომ საქართველო სრულად დემოკრატიული ქვეყანა არ არის და ოპოზიცია მმართველი პარტიის მიმართ ძალიან აგრესიულად არის განწყობილი”, – ამის შესახებ ფრანგმა დამკვირვებელმა, ალენ ჟან მარი ავრილიმ შემაჯამებელ  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, ყველაფერი კარგად ორგანიზებული და სამართლიანი იყო.

“მსურს, ერთ მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი. დრო გამოვყავი, რათა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან მესაუბრა. თითოეულ საარჩევნო უბანზე ჩვეულებრივ 3 ან 4 პარტია იყო წარმოდგენილი. მათ ვკითხე, მართლა მიაჩნდათ თუ არა ყველაფერი სამართლიანად, კარგად ორგანიზებულად და გამართულად, რაზეც ყველამ დადებითად მიპასუხა. ამიტომ, ჩემთვის საკმაოდ უცნაურია, როდესაც დასავლეთ ევროპის მედიაში ხშირად ვისმენთ, რომ საქართველო სრულად დემოკრატიული ქვეყანა არ არის და ოპოზიცია მმართველი პარტიის მიმართ ძალიან აგრესიულად არის განწყობილი. თუმცა, თავად ესაუბრები ოპოზიციის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებში, ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ კონკურენციის კუთხით არაფერი აქვთ სათქმელი და არჩევნების პროცესი სრულად სამართლიანად მიმდინარეობს”, – განაცხადა ალენ ჟან მარი ავრილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები