ამირან სალუქვაძე – ოპოზიციაზე: არ მგონია, რომ თუნდაც გუშინდელი ჩავარდნილი ე.წ. მშვიდობიანი დამხობის შემდეგ ისინი დამშვიდდნენ
“არ მგონია, რომ თუნდაც გუშინდელი ჩავარდნილი ე.წ. მშვიდობიანი დამხობის შემდეგ ისინი [ოპოზიცია] დამშვიდდნენ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.
“ვიცით ჩვენ ამ აქციების ანატომია და ყოველთვის არის შიში, რომ არ მოხდეს სისხლისღვრა, არ დაიღუპოს ვინმე, თუნდაც შემთხვევით და ყოველთვის არსებობს ეს მოლოდინი. რა თქმა უნდა, გამორიცხული ამ ძალებისგან არაფერია – მიდიან ვა-ბანკზე.
გუშინაც არ დაუმალავთ, რომ ვა-ბანკია ეს მათი მხრიდან – ბოლო გაფართხალება, როგორც ამბობენ. თუმცა, არ მგონია, რომ თუნდაც გუშინდელი ჩავარდნილი ე.წ. მშვიდობიანი დამხობის შემდეგ ისინი დამშვიდდნენ. რა დავალებებიც ექნებათ, იმ დავალებებს შეასრულებენ“, – განაცხადა სალუქვაძემ.