„გუშინ მთავარი დამკვირვებელი ამ არჩევნებზე იყო მილიონ 500 ათასი ამომრჩეველი, რომელიც მივიდა არჩევნებზე” – ვლადიმერ ბოჟაძე

„მდიდარი „ენჯეოები“, როგორც ჩვენ მათ შევარქვით, ამ არჩევნებს არ დააკვირდნენ. ანუ, მთავარი მათთვის არჩევნებზე დაკვირვება კი არ არის და ქვეყნის დემოკრატიის ბედი, მთავარია დაფინანსება“, –  ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განუცხადა.

„გუშინ მთავარი დამკვირვებელი ამ არჩევნებზე იყო მილიონ 500 ათასი ამომრჩეველი, რომელიც მივიდა არჩევნებზე და თავისი თვალით ნახა, როგორ გაიარა ვერიფიკაცია, როგორ გაიარა მარკირების პროცედურა, როგორ მოაწერა ხელი, როგორ მიიღო ბიულეტენი, როგორ მისცა ხმა“, – აღნიშნა  ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები