“ჩვენი ახლადგახსნილი კაფე მოჰყვა მოვლენების ეპიცენტრში და ყველაფერი დაიწვა” – დიანა ველენგურსკაია
მოქალაქე, რომლის ახლადგახსნილი კაფე გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დაიწვა, სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.
“მადლობა ყველას, ვინც მომწერა და დამირეკა. კი, ჩვენი ახლადგახსნილი კაფე მოჰყვა მოვლენების ეპიცენტრში და ყველაფერი დაიწვა. მადლობა მხარდაჭერისთვის”, – წერს “ვანილის სახლის” მფლობელი, დიანა ველენგურსკაია.