“თქვენ უფრო კარგად ატარებთ არჩევნებს, ვიდრე ეს საფრანგეთშია, შთამბეჭდავია” – ფრანგი დამკვირვებელი

“თქვენ უფრო კარგად ატარებთ არჩევნებს, ვიდრე ეს საფრანგეთშია”, – ასე აფასებს ფრანგი დამკვირვებელი, ფრანკ ივონ პერგამი საქართველოში გუშინ ჩატარებულ  არჩევნებს.

როგორც ის განმარტავს, 4 ოქტომბრის არჩევნებზე დარღვევები არ უნახავს.

“მე, როგორც საფრანგეთის წარმომადგენელი, ძალიან ნეიტრალური ვარ და არანაირი წინასწარი წარმოდგენით არ ჩამოვსულვარ. მთავარი განცხადება, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ თქვენ უფრო კარგად ატარებთ არჩევნებს, ვიდრე ეს საფრანგეთშია. ეს შთამბეჭდავია. აპარატები, რომლებსაც თქვენ იყენებდით და საშუალებას იძლევა ყველაფერი ელექტრონულად შემოწმდეს, ძალიან ზუსტია. ვფიქრობ, რომ არჩევნების შედეგები სიმართლეს შეესაბამება და ხალხის ნებას გამოხატავს. ჩვენ არ გვინახავს დარღვევები, ყველაფერი ღია და მარტივი იყო”, – განმარტავს დამკვირვებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები