“ვფიქრობ, გუშინდელი დღე იყო ბოლო წერტილი, რამაც შეიძლება, უბიძგოს უცხოელებს, რომლებიც აქ ძალადობრივ აქციას აფინანსებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან გადატვირთვის რეჟიმი დაიწყონ” – მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი “დღის ქრონიკაში” საუბრისას გუშინდელ საპროტესტო აქციაზე  განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“ვფიქრობ, გუშინდელი დღე იყო ის ბოლო წერტილი, რამაც შეიძლება  უბიძგოს იმ უცხოელებს, რომლებიც აქ ძალადობრივ აქციას აფინანსებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან გადატვირთვის რეჟიმი დაიწყონ.

გადატვირთვის რეჟიმის უამრავი საშუალება არსებობს. მინიმუმ იმით დაიწყონ, რომ მათმა ელჩებმა თავიანთი ფუნქციების შესრულება დაიწყონ, პოლიტიკურ პროცესებში აღარ ჩაერიონ და ა. შ. იმედი არსებობს რომ ეს გადატვირთვა დაიწყება, რადგან თავად „ნაცმოძრაობაში“ და მათ ფილიალებში უკვე რესურსი აღარ არსებობს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები