“შესაძლო ღალატს რომ ადგილი ჰქონდა, მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ” – ლექსო ბურჭულაძე
“შესაძლო ღალატს რომ ადგილი ჰქონდა, მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ. კადრები როცა ვნახე, რაც მოხდა, უკვე მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც გეგმაში შეიძლება, ყოფილიყო”, – ამის შესახებ ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის შვილმა, ლექსო ბურჭულაძემ განაცხადა.
„4 ოქტომბერს გვქონდა ძალიან დიდი მოლოდინი, ყველა ჩვენგანში იყო რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი და ბევრმა ჩვენგანმა დავიჯერეთ, რომ 4 ოქტომბერს შეგვეძლო მართლაც ცვლილების შეტანა ჩვენს რეალობაში. 4 ოქტომბერს თუ არა, 4 ოქტომბერი უნდა ყოფილიყო საწყისი, რომელიც აუცილებლად შეცვლიდა. ძალიან დიდი პოზიტივი ის იყო, რომ დავინახეთ, რამდენი ადამიანი გამოვიდა კიდევ ერთხელ და რამხელა ძალა გვაქვს. დარწმუნებული იყო, რომ 4 ოქტომბრის ცვლილება მოხდებოდა მშვიდობიანად. სულ ამას ამბობდა, რომ ეს არის მშვიდობიანი და ყველაფერი მოხდება მშვიდობიანად. ვნახეთ, რომ მშვიდობიანი თემისგან ცოტა განსხვავებული იყო გუშინ. შესაძლო ღალატს რომ ადგილი ჰქონდა, მივხვდით ალბათ, როდესაც დავიძარით უკვე ათონელისკენ. მე ცოტა უკან ვიყავი, გვიან მივედი შედარებით და როდესაც ვნახე კადრები, რაც მოხდა, მანდ უკვე მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო ისე, როგორც გეგმაში შეიძლება ყოფილიყო გაწერილი“, – განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ.