კატეგორია

მსოფლიო

მსოფლიო

გაეროს ინფორმაციით, იემენში ჰუმანიტარული კატასტროფაა

გაეროს წარმომადგენელმა, სტივენ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ იემენი სრული სოციალური, ეკონომიკური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი კრახის წინაშე აღმოჩნდა. გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული…

აფეთქება ქაბულში – დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი. ამ ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება დიპლომატიური კვარტლის მახლობლად მოხდა. იქ, სავარაუდოდ, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.…

უკრაინის იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივის

უკრაინის იუსტიციის მინისტრი პაველ პეტრენკო ღირსების შელახვის გამო ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. მინისტრის განცხადებით, სააკაშვილი მასთან შეხვედრისას "იგინებოდა და ჩხუბის პროვოცირებას ცდილობდა".…

ლუკაშენკო კვლავ ბელორუსიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კვლავ ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აირჩიეს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. „ჩვენ უნდა შევაფასოთ ქვეყნის ოლიმპიურ მოძრაობაში არსებული ვითარება და მას შესაბამისი…

ჰოლანდიის სენატმა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ჰოლანდიის პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა, უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ჰოლანდია ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც დოკუმენტის რატიფიცირება არ მოუხდენია. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ახლა შეთანხმებას ჰოლანდიის…

მიხეილ სააკაშვილი ყოფილ ქვეშევრდომს ეკამათება – „შენ მე ფეხებს მილოკავდი“ (ვიდეო)

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ და ოდესის ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და მის ყოფილ ქვეშევრდომს, ოდესის ოლქის კილიისკის რაიონის საბჭოს  თავმჯდომარეს პაველ ბოიჩენკოს შორის კამათი მოხდა. სააკაშვილმა და ბოიჩენკომ იმაზე იკამათეს, თუ ვინ…

გერმანიაში სირიის მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში სირიის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ბერლინში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ „როიტერი“იუწყება. 17 წლის სირიელი ბერლინის მახლობლად, უკერმარკის მიდამოებში დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ის ხალხმრავალ ადგილას საკუთარი თავის…

ტრამპი გერმანიას ნატოს არასათანადო დაფინანსებაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გერმანია არასაკმარის თანხებს ხარჯავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაფინანსებაში. ამის შესახებ ტრამპმა ტვიტერში დაწერა. „ჩვენ გვაქვს გერმანიასთან უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი. გარდა ამისა, გერმანია…

აშშ-ის თეთრი სახლის დირექტორმა კომუნიკაციების საკითხებში თანამდებობა დატოვა

აშშ-ის თეთრი სახლის  დირექტორმა კომუნიკაციების საკითხებში, მაიკლ დუბკემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. დუბკე ამ თანამდებობაზე მარტის დასაწყისში დაინიშნა. მანამდე ის „რესპუბლიკურ პარტიაში“ მუშაობდა. მედიაში…

ბაღდადში დღე-ღამის განმავლობაში, მეორე ტერაქტი მოხდა – დაღუპულია 7 ადამიანი

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ეს მეორე ტერაქტია ბაღდადში, ბოლო 24 საათის განმავლობაში. ამის შესახებ ტელეკომპანია  "Al Jazeera" იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, „ალ-შაჰადის“ ხიდზე…