დეკანოზი შალვა კეკელია – 17 მაისზე: ჩვენი პატრიარქი პირველად აღასრულებს ამ წირვას და ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი ერი იმ დღეს ერთად ვიყოთ
“ჩვენი პატრიარქი პირველად აღასრულებს ამ წირვას და ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი ერი იმ დღეს ერთად ვიყოთ,”- ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ოჯახის სიწმინდის დღეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ოჯახებზე დგას და ამიტომ პატრიარქმა, ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღის დამკვიდრებაზე ყურადღება გაამახვილა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დღის აღნიშვნაში მონაწილეობის მიღება – ჩვენი პატრიარქისთვის პირველი დიდი წირვა იქნება, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, პირველად აღასრულებს ამ წირვას და ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი ერი იმ დღეს ერთად ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ, ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენს დედაეკლესიასთან, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა ჩვენი ერი და იდენტობა დგას საქართველოს სამოციქულო ეკლესიაზე“, – აღნიშნა მამა შალვამ.
ცნობისთვის, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება