“არ ვაპირებ ტერორისტებთან საუბარს” – ზელენსკიმ პუტინის წინადადებას უპასუხა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ მიიღო რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინის წინადადება, გამართოს მოლაპარაკება თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების ხელმძღვანლებთან.

ამის შესახებ მან Financial Times-თან საუბარში თქვა.

“არ ვაპირებ ტერორისტებთან საუბარს, ჩემს მდგომარეობაში ეს შეუძლებელია”, – თქვა უკრაინის პირველმა პირმა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ სურს მოლაპარაკების გამართვა პირისპირ ფორმატში პუტინთან.

მისი თქმით, მას შეხვედრის გამართვის ადგილი კი არა, არამედ მისი შინაარსი აღელვებს.

უკრაინის აღმოსავლეთით ვითარების ესკალაციის ფონზე, ასევე, ქვეყნის საზღვრებთან რუსული ჯარის ზრდის პარალელურად, ზელენსკიმ მიმართა პუტინს, გაემართათ მოლაპარაკება დონბასში.​

ამის საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უმჯობესია, ზელენსკი თვითაღიარებული ე.წ. რესპუბლიკების ხელმძღვანლებს დაელაპარაკოს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მესამე მხარესთან საუბარი. ასევე, მისი თქმით, თუ ზელენსკის სურს მასთან საუბარი, ეს შეიძლება, მოსკოვში მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები