იტალიაში დღეიდან საკარანტინო შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა

იტალიის რეგიონების უმრავლესობა ე.წ. ყვითელ ზონაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საკარანტინო ზომების მნიშვნელოვან ნაწილს გააუქმებენ.

ამიერიდან, რესტორნებსა და ბარებს შეუძლიათ, მოემსახურონ მომხმარებლებს შენობის გარეთ, მანამდე ისინი მხოლოდ საკვების გატანაზე მუშაობდნენ.

ამასთანავე, მასობრივ შეკრებებზე შეზღუდვა შენარჩუნებულია.

ქვეყნის მასშტაბით, 70 ათასზე მეტი სამართალდამცავი დააკვირდება დისტანციის დაცვას და გააკონტროლებს მაღაზიებისა და სხვა დაწესებულებების მუშაობას.

იგეგმება, რომ ტურისტებისთვის იტალია 2 ივნისს გაიხსნება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია – აქ საუბარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებზე თუ – ყველაზე.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა New York Times-თან საუბარში თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკვე ზაფხულში გეგმავენ ვაქცინირებული ტურისტების მიღებას, ოღონდ იმ პრეპარატებით, რომელთა გამოყენების ნებართვა ევროპის წამლების სააგენტოს მიერ არის გაცემული.

თუმცა, მას ევროკავშირის საზღვრების გახსნის ვადები არ დაუსახელებია და არც ის უთქვამს, როგორ მოხდება წევრ ქვეყნებში ტურიზმის აღდგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები