სომხეთის პრემიერის თანამდებობაზე ფაშინიანის კანდიდატურა წამოაყენეს

სომხეთის მმართველი პარტიის, საპარლამენტო ფრაქციამ “ჩემმა ნაბიჯმა”, საკანონმდებლო ორგანოს სპეციალურ სხდომაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამჟამად რესპუბლიკაში მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია.

როგორც ცნობილია, ფრაქცია 3 მაისის პარლამენტის სპეციალურ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, რათა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს.

როგორც ფრაქციის რელიზშია ნათქვამი, ყველაფერი რეგლამენტის მიხედვით ხდება, რაც პარლამენტის დათხოვნისთვის და ვადამდელი არჩევნების დასანიშნად არის საჭირო.

ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა 25 აპრილს დატოვა. მისი თქმით, ამ გზით ის საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების ინიცირებას ახდენს. კენჭისყრამდე კი, ის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

ტექნიკური პროცედურის მიხედვით, ფაშინიანის გადადგომის შემდეგ სომხეთის მთავრობაც დათხოვნილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები