კრემლში ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის საორიენტირო პერიოდი დაასახელეს

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების – ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა ზაფხულში იგეგმება, თუმცა, მისი გამართვის ზუსტი დღე და ქვეყანა ჯერ განსაზღვრული არ არის.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“გარკვეული წინადადებები უკვე გაჟღერებულია, მაგრამ თარიღს ახლა ვერ დაგიდასტურებთ. ჯერ ვადასთან დაკავშირებით შეთანხმება არ მომხდარა. საუბარი ნამდვილად მიდის ზაფხულის თვეებზე, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი ფაქტორის გაანალიზებაა საჭირო, რომ რამე კონკრეტულ შეთანხმებაზე გავიდეთ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები