ფოლკლორის ცენტრი მალე გამოსცემს ისრაფილ დიასამიძის მონოგრაფიას 

ფოლკლორის ცენტრში  ისრაფილ დიასამიძის მონოგრაფიასზე მუშაობა სრულდება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, სახელოვანმა ქართველმა ქორეოგრაფმა, ისრაფილ დიასამიძემ საკუთარი ხელნაწერები სიცოცხლეშივე პირადად გადასცა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელს – უჩა დვალიშვილს.
ხელნაწერების გაშიფვრა დასრულებულია და სულ მალე დაიწყება მუშაობა გამოცემაზე.
ისრაფილ დიასამიძე დაიბადა 1934 წლის 10 მარტს ბათუმში, ხელოვანთა ოჯახში.
8 წლის იყო, როდესაც მისი პედაგოგი გახდა ცნობილი ქორეოგრაფი გივი ჩოგოვაძე, ხოლო სასცენო აღიარება 1946 წლიდან მოიპოვა.
ისრაფილ დიასამიძის ხელნაწერები მოიცავს აჭარის უძველესი ისტორიული ხელოვნების კვლევას, რითაც 1991 წლიდან იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები