რუსეთმა ქვეყნიდან იტალიელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა პერსონა ნონ გრატად მოსკოვში მდებარე, იტალიის საელჩოს თანამშრომელი გამოაცხადა, რომელმაც ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული რომის მხრიდან გადადგმული “არამეგობრული და დაუსაბუთებელი ქმედების პასუხია, რომელიც რომში რუსეთის საელჩოს ატაშეს მიმართ განხორციელდა”.

აღნიშნულს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსი გამოეხმაურნენ, სადაც “ღრმა მწუხარება” გამოთქვეს იმის გამო, რომ მოსკოვმა დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, “რადგან მან მიიღო საპასუხო ზომა იტალიის მთავრობის მიერ მიღებული ლეგიტიმური ქმედების საპასუხოდ”.

პირველ აპრილს იტალიის ძალოვანებმა ჯაშუშობის საქმის ფარგლებში იტალიელი და რუსი სამხედროები დააკავეს. კერძოდ, იტალიელი სამხედრო რუსეთის წარმომადგენელს სამხედრო საიდუმლოს შემცვლელ დოკუმენტებს გადასცემდა, მათ შორის, ნატო-ს ქვეყნების შესახებ. იტალიის მოქალაქეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო გამომდინარე იქედან, რომ რუსეთის მოქალაქეს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა, მოხდა მხოლოდ ქვეყნიდან მისი გაძევება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები