მორიგი უმძიმესი ანტირეკორდი ინდოეთში – 353 ათასი ინფიცირებული და თითქმის 3 ათასი გარდაცვლილი

ინდოეთში უკვე მეხუთე დღეა კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი ვლინდება.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 352 991 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, ჯამში პანდემიის დაწყებიდან კოვიდ19 – 17 313 163 პირს დაუდასტურდა.

მაგალითად, გუშინ ქვეყანაში 349 691 ინფიცირებული იყო, 24 აპრილს – 346 786; 23 აპრილს 332 730; ხოლო 22 აპრილს -314 835.

აღინიშნება, რომ ყველაზე მძიმე ვითარებაა მაჰარაშტრას და უტარ-პრადეშის შტატებში, ასევე დელის ოლქში, ასევე კარნატაკას, ჩატისგარჰის, მადხია-პრადეშისმ, კერალას, გუჯარათის, ტამილანდის, რაჯასტანის, ბიხარის და დასავლეთ ბენგალიის შტატებში.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ვირუსს 2 812 პაციენტი შეეწირა, პანდემიის დაწყებიდან 195 123 ლეტალური შემთხვევაა. აღსანიშნავია რომ გარდაცვალების სტატისტიკაც მზარდია. მაგალითად, გუშინ ვირუსს 2 767 პირი ემსხვერპლა.

ამჟამად ინდოეთში დაავადებას 2 813 658 ადამიანი ებრძვის, რაც 130 907-ით მეტია ვიდრე წინა დღით იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები