თურქეთი ხვალიდან 17 მაისამდე სრულ ლოკდაუნზე გადადის

Hand holding a vial with a COVID0-19 test that is a negative. A lung scan appears in the background

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთი ხვალიდან 17 მაისამდე სრულ ლოკდაუნზე გადადის.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, მუშაობას, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულება შეაჩერებს.

“ჩვენ მკვეთრად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ის 5 ათასზე ნაკლები უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ მძიმე შედეგს ყველა სფეროში – ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული,” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ქვეყნის მასშტაბით, საქალაქთაშორისო გადაადგილება სპეციალურ ნებართვას დაევემდებარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი 50%-ით შეამცირებს დატვირთვას. სწავლა შეწყდება სკოლებისა და ბაღების შენობებში, გამოცდები გადაიდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები