ჯანმო: ინდოეთში სულისშემძვრელი ვითარებაა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, დახმარების აღმოჩენის მიზნით, ინდოეთში 26 ათასი თანამშრომელი გაგზავნა.

როგორც ორგანიზაციის ხელმღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, თანამშრომლები ინდოელ კოლეგებს დაეხმარებიან ტექნიკურ კონსულტაციაში, ასევე, ხელს შეუწყობენ მონიტორინგისა და ვაქცინაციის პროცესში.

მისივე თქმით, ქვეყანაში სულისშემძვრელი ვითარებაა შექმნილი.

“ჯანმო ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანას საჭირო აღჭურვილობა და მასალა მიაწოდოს, მათ შორის, ჟანგბადის კონცენტრანტები, გადასატანი საველე ჰოსპიტლები და ლაბორატორიული აღჭურვილობა”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები