პაატა დავითაია 2008 წლის ომზე: ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა, ვინ გასცა ეს ბრძანება – ბრძანება გასცა მაშინდელმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა რაც პირდაპირ წერია დასკვნაში

“ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა, ვინ გასცა ეს ბრძანება – ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის,” – ამის შესახებ, პაატა დავითაიამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა.

პაატა დავითაიას თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებით კომისიის დასკვნაში, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, პირდაპირ წერია, რომ კოდორის ხეობიდან გამოყვანის ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა – ვანო მერაბიშვილმა, რაც იმით ახსნა, რომ შესაძლოა, ხეობა ზუგდიდიდან შემოსულ რუსეთის ჯარს ალყაში მოექცია.

“დასკვნაში ასახულია, თუ ვინ გასცა ეს ბრძანება – გასცა მაშინდელმა შს მინისტრმა, ბატონმა ვანო მერაბიშვილმა რაც პირდაპირ წერია დასკვნაში და ეს მოტივირებული იყო რაღაც ალყის თემიდან გამომდინარე, რადგან შეიძლება კოდორის ხეობა ალყაში მოქცეულიყო, რადგან ზუგდიდიდან რუსეთის ჯარები შემოვიდა, იქიდან მოხდებოდა ასვლა – ეს არის მის მიერ მიცემულ ჩვენებებში, ვიდეო ჩვენებებში შეგიძლიათ ეს ნახოთ. საჯარო იყო ეს, ჩემთვის პრინციპული იყო ცოდნა, ვინ გასცა ბრძანება. მაგალითად, ოთხმა მინისტრმა ვერ გასცა პასუხი, ბატონმა მერაბიშვილმა გასცა პასუხი.” – განაცხადა პაატა დავითაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები