,,ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, აგვისტოს ომის გამოძიებაა”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა-პაატა სალიამ განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიაზე განსახილველი საკითხები ომის დაწყებამდე არსებულ ვითარებას შეეხება.
„ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, აგვისტოს ომის გამოძიება იყო. [საგამოძიებო კომისიაზე განსახილველი] საკითხები შეეხება უშუალოდ კონფლიქტის ესკალაციამდე, ანუ ომის დაწყებამდე არსებულ ვითარებას, თუ როგორ მიმდინარეობდა და როგორ მივედით იქამდე. რატომ არ და ვერ იქნა აცილებული უკვე ფართომასშტაბიანი ომის დაწყება საქართველოს ტერიტორიაზე“, – აღნიშნა სალიამ.
ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.