პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ელენე ხოშტარია დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ხოშტარია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები