ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ევროკავშირი მხარს უჭერს გადატრიალებას თბილისში – საქართველო არ უნდა გახდეს მეორე უკრაინა

ევროკავშირი მუდამ ჩივის უცხოური ჩარევის შესახებ, თუმცა ამას საქართველოში აკეთებს, მხარს უჭერს გადატრიალებას თბილისში, რომელიც გვახსენებს მაიდანს უკრაინაში, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დემონსტრაციები, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები, ამ ყველაფრის შედეგი ცნობილია და ის კარგი არ არის. ევროკავშირი ამას აკეთებს, რადგან საქართველოში გაიმარჯვეს იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ბრიუსელის დღის წესრიგს არ იზიარებენ. ქართველებს სურთ ქრისტიანული ღირებულებები „ვოუქი“ იდეოლოგიის ნაცვლად, სურთ მშვიდობა ომის ნაცვლად“, – აღნიშნა გერმანელმა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, ქართველებს არ სურთ პოლიტიკური ჩარევა არც მოსკოვიდან, არც ბრიუსელიდან და არც ვაშინგტონიდან.

„ჩვენ არ გვჭირდება მიხაელ როთი თბილისის ქუჩებში. პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას. არ არის საჭირო ქედმაღალი ლექციები და ესკალაციური ჩარევები. ჩვენ გვჭირდება კარგი დიპლომატიური ურთიერთობები თბილისთან. საქართველო არ უნდა გახდეს მეორე უკრაინა“, – დასძინა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები