“დიდი იმედებით უყურებენ ჩვენს ეკონომიკას გარე ინვესტორები” – ნათია თურნავა

“დიდი იმედებით უყურებენ ჩვენს ეკონომიკას გარე ინვესტორები. რატომ არის ეს ინტერესი – იმიტომ, რომ სჯერათ, საქართველოს ეკონომიკა, საფინანსო სექტორი არის მედეგი კრიზისების მიმართ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.

„ეს გეგმები, რომ შეირყეს ფინანსური სისტემა, შეფერხდეს საბანკო მომსახურება, გაუფასურდეს ლარი და ასე შემდეგ – ვერ იქნება მიღწეული.

დიდი იმედებით უყურებენ ჩვენს ეკონომიკას გარე ინვესტორები, ევროპელი ინვესტორები. სულ ახლახან გვქონდა შეხვედრა ვენაში. „რაიფაიზენ ბანკის“ მოწვევით საკმაოდ დიდი საინვესტიციო ფორუმი იყო. 25-მდე სხვადასხვა საინვესტიციო ფონდი ესწრებოდა და ბევრი კიდევ ონლაინ იყო.

და რატომ არის ეს ინტერესი – იმიტომ, რომ სჯერათ, საქართველოს ეკონომიკა, საფინანსო სექტორი არის მედეგი კრიზისების მიმართ. მართლაც, ჩვენ გამოვიმუშავეთ იმუნიტეტი ყველანაირი უპასუხისმგებლო მოწოდების, მოლოდინების გაუარესების მცდელობის მიმართ, ტურბულენტობა თავისი გზით მიდის და ეკონომიკა მაინც ვითარდება, ფინანსური სექტორი სტაბილურია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები