კახა კალაძე: მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და სხვებისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს არ მქონია, არც რუსეთის მოქალაქე არ ვარ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს და სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს არ ჰქონია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

კითხვაზე, მოგზაურობის დროს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტით სარგებლობს თუ აქვს სხვა ტიპის დოკუმენტიც, მაგალითად, იტალიის მოქალაქეობა ან ბინადრობის მოწმობა, კახა კალაძის თქმით, იტალიაში არც სახლი აქვს და არც ბინადრობის უფლება.

„მე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და არ მაქვს სხვა ქვეყნის პასპორტი. არც იტალიაში ბინადრობის უფლება არ მაქვს, არც სახლი მაქვს. როდესაც საქართველოში წამოვედი, იტალიაში სახლი გავყიდე. სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს არ მქონია, სხვებისგან განსხვავებით, არც რუსეთის მოქალაქე არ ვარ. და რომც მქონდეს ორმაგი მოქალაქეობა, რა პრობლემაა? ჩემი ერთადერთი სამოგზაურო დოკუმენტი არის ქართული პასპორტი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები