მაკა ბოჭორიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე – ის ქმედებები, რაც ხორციელდება საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით, შეშფოთებას იწვევს, ძალიან ხშირად მოკლებულია ყველანაირ საფუძველს და უმეტესწილად, ეს ყველაფერი შექმნილია ქვეყანაზე ზეწოლის მოსახდენად
ის ქმედებები, რაც ხორციელდება საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით, შეშფოთებას იწვევს, ძალიან ხშირად მოკლებულია ყველანაირ საფუძველს და უმეტესწილად, ეს ყველაფერი შექმნილია ქვეყანაზე ზეწოლის მოსახდენად ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ყველაფრის უკან გარკვეული ძალები დგანან და ამას სჭირდება რეაგირება.
„ის ქმედებები, რაც ხორციელდება საქართველოსთან მიმართებით, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით, რა თქმა უნდა, იწვევს შეშფოთებას, ძალიან ხშირად მოკლებულია ყველანაირ საფუძველს და უმეტესწილად, ეს ყველაფერი შექმნილია ქვეყანაზე ზეწოლების მოსახდენად. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. ამის უკან დგანან გარკვეული ძალები და ამას ყველაფერს სჭირდება რეაგირება, რეაქცია. ამას სჭირდება ის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ქმედებები ხორციელდება საქართველოს, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და რას ისახავს მიზნად”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.