ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს – დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 საიუბილეო სხდომის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას

მიმდინარე ვიზიტისას, თქვენი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრაცაა დაგეგმილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასდოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.

მანვე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურს COP29-ის კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აფასებს საქართველოს წვლილს გლობალური მასშტაბის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში.

„გასული წლის განმავლობაში ორჯერ იმყოფებოდით აზერბაიჯანში. თქვენთან როგორც მარტში, ასევე ნოემბერში COP29-ის ფარგლებში შეხვედრები ძალიან კარგად მახსენდება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით აქტიური მონაწილეობისთვის COP29-ის ფარგლებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს გლობალური მასშტაბის კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 საიუბილეო სხდომას ვატარებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მსჯელობები მიღებული გადაწყვეტილებები და ოქმები, ასევე ორმხრივი დოკუმენტები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას,”- განაცხადა ალი ასადოვმა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საელჩოს ახალი შენობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დათვალიერება.

„აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამოყოფილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დავალებითა და მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით. ის ბაქოს ცენტრში, ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე მდებარეობს,”- აღნიშნა აზერბაიჯანის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები