გიორგი ვოლსკი კომისიის შექმნაზე: ფაქტია ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმის, რომ ეს შეიძლება არ ყოფილიყო დაშვებული

„ფაქტები სახეზეა და ზედაპირზე დევს. ფაქტია ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმის, რომ ეს შეიძლება არ ყოფილიყო დაშვებული“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ განუცხადა.

მისივე თქმით, ბევრი მაგალითია იმის, რომ ხელისუფლებამ ომის წინა პერიოდში და ომის შემდეგ უღალატა საკუთარ ქვეყანას.

„ხელი მოაწერა იმას, რომ ოკუპაცია გამართლებულია. ხელი მოაწერა იმას, რომ ქართული მხარე დამნაშავეა. ხელი მოაწერა იმას, რომ აკრძალული იარაღი იყო გამოყენებული. ზუსტად ვიცით რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვის ოჯახებსაც გადაუარეს, კონკრეტული ადამიანები დახოცეს, აწამეს, წაართვეს საკუთრება და ღირსება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები