მეგრელიშვილი: დაპირისპირების ინიციატორი გახარია იყო და კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს

„კადრში ნათლად ხედავთ, რომ გიორგი გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრმა თამთა მეგრელიშვილმა, გავრცელებულ კადრებზე განაცხადა, სადაც ჩანს, რომ „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების” დეპუტატს, დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, გახარიამ, როგორც დაპირისპირების ინიციატორმა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. მისივე განცხადებით, ოპოზიცია ღია პროვოკაციაზე დასავლეთის დასანახად მიდის, რათა წარმოაჩინონ, რომ ხელისუფლება ოპოზიციას ავიწროებს.

„კადრში ნათლად ხედავთ, რომ გიორგი გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო. გიორგი გახარია იყო ინიციატორი ამ დაპირისპირების და მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. პ.ს. ოპოზიცია მასიურად ღია პროვოკაციაზე მიდის. მათ სურთ კოლექტიურ დასავლეთს მორიგი ნარატივი ჩააწოდონ- „ნახეთ როგორ იდევნებიან საქართველოში ოპოზიცია და მათი ლიდერები”! სინამდვილეში დაპირისპირებები რომლებსაც ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ამ დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი არის და რჩება ხელოვნურად წინასწარ დადგმული სცენარით მოქმედებად ძირითადი მიზნით ოპოზიციას ავიწროებს ხელისუფლება.” – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები