ქადაგიშვილი – საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: მნიშვნელოვანი იქნება ომის საკითხი; ის ვითარება, რაც საქართველოში მაშინ პრეზიდენტმა და მმართველმა გუნდა შექმნა, გახდა წინაპირობა იმისა, რომ საქართველოში რუსეთის აგრესია განხორციელდა

“დანაშაულების სპექტრი არის ძალიან მრავალფეროვანი. ყველა მედიასაშუალება ამა თუ იმ ფორმით იქნა დარბეული”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ბიზნესის რეკეტი მიმდინარეობდა იმით რომ ხელში ჩაეგდოთ ბიზნესები და ამით ბიზნესის სრული კონტროლი მოეხდინათ. მოხდა ძალიან ბევრი ადამიანის უფლებების დარღვევა, როგორც სისხლის სამართლებრივი კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. ვხედავდით თუ როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება.

ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ომის საკითხი იმიტომ, რომ ის ვითარება, რაც საქართველოში მაშინ პრეზიდენტმა და მმართველმა გუნდა შექმნა, გახდა წინაპირობა იმისა, რომ საქართველოში რუსეთის აგრესია განხორციელდა. ომის შემდგომ თუ რატომ მოხდა ჩვენი სტრატეგიული ობიექტების გადაცემა რუსეთზე, რატომ მოხდა დადანაშაულება საერთაშორისო დოკუმენტებში და რეზოლუციებში ჩვენი ჯარისკაცების და ა.შ.“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები