თურქეთში, სათხილამურო კურორტზე მიღებული დაზიანებების შედეგად, მოზარდი დაიღუპა
თურქეთში, 15 წლის რუსი ტურისტი თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და დაიღუპა,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
შემთხვევა კაისერის პროვინციაში, სათხილამურო კურორტ ერჩიესში მოხდა. მოზარდი ფერდობზე დაეცა და დაზიანებები მიიღო.
ტურისტი საავადმყოფოში მოათავსეს, ჩაუტარეს შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, მიღებული ტრავმების შედეგად, მოზარდი გარდაიცვალა.