“ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო და ჯერჯერობით რჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არსებობა პოლიტიკურ სივრცეში” – გურამ მაჭარაშვილი

“ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო და ჯერჯერობით რჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არსებობა პოლიტიკურ სივრცეში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ქართული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით არის დადასტურებული.

„ეს დადასტურებულია ქართული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია დამნაშავე რეჟიმია და აწარმოებდა სისტემურ დანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს. ორი მიმართულებაა: პირველი და მთავარი – ეს პოლიტიკური ორგანიზაცია იყოს ცნობილი, როგორც დამნაშავე რეჟიმი და ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას; მეორე – ის ინდივიდუალური შემთხვევები, სადაც კონკრეტული პიროვნებები აგებენ პასუხს ქვეყნისა და ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები