“ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობები გადაიტვირთოს”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ ეს ბუნებრივად მოხდება.
„შეერთებული შტატების მხრიდან განცხადებების დონეზე და სიტყვიერი მუქარის დონეზე ხდებოდა მხოლოდ ურთიერთობების გაფუჭება. 30 წლის განმავლობაში პარტნიორული ურთიერთობა გვქონდა, იმის საშუალებაც კი არ ჰქონდათ ეთქვათ, მაგალითად, აი აქედან ჩვენ რომ გვაქვს ამდენი მილიარდი ინვესტიცია, ამას ახლა ჩავხსნით და წავიღებთ, იმიტომ, რომ არ ჰქონია. თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს გავაუქმებთ, იმიტომ, რომ არ ჰქონია. თავისუფალ მიმოსვლას გაგიუქმებთ ამერიკასთან, იმიტომ, რომ არ ჰქონია. ვერ დაგვემუქრნენ ამით რეალურად.
ჩვენ მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობები გადაიტვირთოს. ვიმედოვნებთ, ეს ბუნებრივად მოხდება, ვინაიდან ამერიკულ საზოგადოებას რა პოლიტიკაც აქვს არჩეული, არა მხოლოდ ტრამპს, რადგან ის ამერიკულმა საზოგადოებამ აირჩია, მინიმუმ 80 პროცენტი თანხვედრაშია ჩვენ პოლიტიკასთან და შესაბამისად, ევროკავშირთანაც“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.