„ვიდრე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გასამართლება და მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება არ მოხდება, მანამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება” – მაჭარაშვილი
„ვიდრე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება და მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება არ მოხდება, მანამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. ეს დაადგინა პრაქტიკამ, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებმა, სადაც პირდაპირ წერია, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩადენილია სისტემური დანაშაული”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
“შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური ნება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მივიღებთ. ბევრი გამოძიება არ დასჭირდება იმას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის დამნაშავე ორგანიზაცია.
ეს საჭიროა იმისთვის, რომ როგორც თავის დროზე, ჰიტლერის პარტია გასამართლდა, მათ ბევრი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ მტკიცებულებები მოეპოვებინათ. აქ ბევრი დრო არ იქნება საჭირო – ყველაფერი ხელის გულზე დევს!“, – აცხადებს მაჭარაშვილი.