მაკა ბოჭორიშვილი: მიხაილ როთი აქტიურ პოლიტიკას ემშვიდობება და როგორც ვიცი, ერთგვარი გამოსამშვიდობებელი აქტი ექნება რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებთან
„როგორც ვიცით როთი მომავალ პარლამენტში აღარ აპირებს კენჭისყრას, აქტიურ პოლიტიკას ემშვიდობება და როგორც ვიცი, ერთგვარი გამოსამშვიდობებელი აქტი აქვს რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებთან“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, განაცხადა.
მან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მორიგი ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა, რომ როთის საქმიანობის ნაწილად იქცა საქართველოში, რუსთაველის გამზირზე დგომა.
ცნობისთვის, მიხაელ როთი საქართველოში ვიზიტს აანონსებს.