გივი მიქანაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე – დავპირდით საზოგადოებას, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ამ საკითხს დააინიცირებდა, სწორედ ამ დანაპირების შესრულებას აქვს ადგილი
„დავპირდით საზოგადოებას, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ამ საკითხს დააინიცირებდა“, – ამის შესახებ „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ განუცხადა.
„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იყო კოჰაბიტაციის ე.წ. რეჟიმი. ჩვენ ახლა უკვე, როდესაც სახელმწიფო თავის სუვერენიტეტს ამყარებს და წინასაარჩევნოდ განვაცხადეთ ღიად, საჯაროდ, დავპირდით საზოგადოებას, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ამ საკითხს დააინიცირებდა, სწორედ ამ დანაპირების შესრულებას აქვს ადგილი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.