სალომე ზურაბიშვილი: მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ

მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას.

„სენატორო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და მას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ“, – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა სენატორმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგომას კვლავ გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები