“ვითარება რთულია, მაგრამ ის პოლიტიკური კრიზისის არსებობას არ გამოხატავს” – გია ვოლსკი

“რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხს თავად საზოგადოების დიდმა ნაწილმა გასცა პასუხი. მათი იგნორირება არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე ზეწოლა და მისი შეურაცხყოფაა, არამედ – მთელ საზოგადოებაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რეალობაა, რომ საქართველოს მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა.

“როგორ შეიძლება, „ხალხი“ იმ ადამიანებს ეძახო, ვინც საპირისპირო პოზიციაზე დგას და ხალხი არ იყოს მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც არ მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფაქტია, რომ ჩვენ მიმართ არაორაზროვნად ორმაგი სტანდარტი გამოიყენება. პოლიტიკური კრიზისი ის მდგომარეობაა, როცა მთავრობა ვერ მტკიცდება, ბიუჯეტს ვერ იღებენ ან მთავრობას უცხადებენ უნდობლობას. ვითარება რთულია, მაგრამ ის პოლიტიკური კრიზისის არსებობას არ გამოხატავს. არჩევნები სულ მალე იქნება – ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი წელიც არ დარჩა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები