ნინო წილოსანი – ივანიშვილის სანქცირებაზე: ისტორიულად, ჩვენი გმირები სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელს გადიოდნენ – უფალმა გააძლიეროს ის ადამიანი, ვინც სამშობლოსთვის თავს გადადებს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ისტორიულად, ჩვენი გმირები სხვადასხვა სიმძიმის განსაცდელს გადიოდნენ, თუმცა როგორ უფასებდა ამ თავგანწირვას ქართველი ერი და ჩვენი სამშობლო, ესეც ყველამ ვიცით…

უფალმა გააძლიეროს ის ადამიანი, ვინც სამშობლოსთვის თავს გადადებს“, – წერს ნინო წილოსანი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები