შალვა პაპუაშვილი: მათ უნდათ, რომ არჩევნები საკუთარი გემოვნებით დაალაგონ, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს, ხალხის ნება გადამწყვეტია – არ ვაპირებთ, ქართველ ხალხს ვუღალატოთ
ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვუღალატოთ ქართველ ხალხს და მის არჩევანს, რომელიც 26 ოქტომბერს გაკეთდა, მათ შორის იმ ამომრჩევლების არჩევანს, რომლებმაც ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირეს მხარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნამ პრეზიდენტს და ოპოზიციას ყველანაირი ბრალდება გაუუქმა.
„მათ უნდათ, რომ არჩევნები საკუთარი გემოთი დაალაგონ, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს, ხალხის ნება არის გადამწყვეტი. სასაუბროც კი გამოეცალათ. ეუთო/ოდირის დასკვნამ საფუძველი გამოაცალა რბილი ნათქვამია, ფაქტობრივად, გააუქმა ყველა ის ბრალდება, რომელიც მათ ჰქონდათ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.