მაჭარაშვილი – სალომე ზურაბიშვილზე: შეიძლება, აქეთ ჩვენი დასაცავი გახდეს
“ზურაბიშვილს რომ შეძლებოდა პარლამენტის დათხოვნა, აქამდე ცხრაჯერ დაითხოვდა – მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს კონსტიტუციურად შეუძლებელია, მაგრამ პანიკა აქვს. იცის, რომ 29 დეკემბრის შემდეგ მას თავს დაესხმება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. შეიძლება, აქეთ ჩვენი დასაცავი გახდეს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილი პროგნოზირებს, ზურაბიშვილს თავს ოპოზიცია დაესხმება.
„ამის შემდეგ, [ზურაბიშვილს] თავს დაესხმება მას ასევე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუ ჰგონია მას, რომ შეიწყალებენ… აგერ ვხედავთ, რომ სააკაშვილს აღარ ინდობენ უკვე, თავიანთ ბელადს, ვის იდეოლოგიაზეც ზოგადად, წამოიწია ეს ხალხი საერთოდ, ის აღარავის ახსოვს. ჟურნალისტებს ეუბნებიან, აღარ გვიხსენო სააკაშვილიო და ზურაბიშვილს ვინ დაინდობს?! ეს იცის ზურაბიშვილმა და ამიტომ არის აგონიაში ახლა და რას აკეთებს და რას ამბობს, თვითონაც არ იცის. 29 დეკემბრიდანვე ვნახავთ ჩვენ, რა დღეში ჩავარდება ზურაბიშვილი. შეიძლება, აქეთ ჩვენი დასაცავი გახდეს იმ რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“, რომელიც დღესაც კი ჩურჩუტს უწოდებს მართალია, მაგრამ ეს სახელი ჩურჩუტი იქნება მონაგონი იმასთან შედარებით, რა დღეშიც ჩავარდება ზურაბიშვილი, როცა აღარ იქნება პრეზიდენტი. ეს მან კარგად იცის. რატომ ახსენებს 29 დეკემბერს? იმიტომ რომ იქნებ 29 დეკემბრამდე რამე მოვახერხოთო, რომ 29 დეკემბრის მერე მას აღარაფერი შეუძლია. დღესაც არ შეუძლია, მაგრამ თუ ახლა ხიბლში იმ დონეზე ჩავარდება, რომ როგორც „ვივამედში“ სააკაშვილს ჰგონია, რომ დღესაც მსოფლიო ლიდერია, ნუ, აქ ჩვენ ვერაფერს გავხდებით, შეიძლება, ფსიქიატრებმაც ვერაფერი მოახერხონ. ეგონოს! დღეს ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ „ხელს ვაწერ განკარგულებას და დავითხოვე პარლამენტი“. ყველას აქვს ეს უფლება, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად არის ეს ქაღალდი რეალური. აგონიაში იმყოფება ზურაბიშვილი და შეიძლება ისიც თქვა, არ ვიცით, რომ საშობაო არდადეგებზე უნდა წასვლა და დავითხოვოთ ყველაო, რომ 14 იანვრამდე დავისვენოთო. შეიძლება ასეთ აგონიაშიც არის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.