საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 124,5 მილიონი დოლარით შეავსო.
“საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
ამასთან, 2024 წლის 11 თვეში სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
• იანვარი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $8.1 მილიონი
• თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა შესყიდვა $77.5 მილიონი
• მარტი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $127.9 მილიონი
• აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $73.1 მილიონი
• მაისი – გაყიდვა $108.7 მილიონი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $9.1 მილიონი
• ივნისი – გაყიდვა $60 მილიონი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $42 მილიონი
• ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $1.9 მილიონი
• აგვისტო – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $41 მილიონი
• სექტემბერი – Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $106.5
• ოქტომბერი – გაყიდვა $213.4 მილიონი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $377.7
• ნოემბერი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $124.5
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 იანვარს გამოაქვეყნებს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.