ნორვეგია უკრაინის საზღვაო თავდაცვის გასაძლიერებლად 242 მილიონ დოლარს გამოყოფს
ნორვეგია უკრაინის საზღვაო თავდაცვის გასაძლიერებლად 242 მილიონ დოლარს გამოყოფს,- ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ განაცხადა.
აღნიშნული თანხა რუსული ფლოტის მიერ უკრაინელ ხალხზე თავდასხმებისგან დაცვას, განაღმვით ოპერაციებსა და უკრაინელი სამხედროების მომზადებას მოხმარდება.
როგორც ნორვეგიის პრემიერმა აღნიშნა, შავ ზღვაში რუსული საზღვაო ძალების შესასუსტებლად უკრაინას ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება. მისივე განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია უკრაინული მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების ექსპორტის დაცვა.
ნორვეგია მომდევნო წელს ასევე შეუერთდება უკრაინელი პილოტებისა და ტექნიკოსების გადამზადების პროგრამას, რომელიც პორტუგალიის ტერიტორიაზე წარიმართება.