იანვარ-ნოემბერში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ფულადმა ჩარიცხვებმა 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა

იანვარ-ნოემბრის მონაცემებით საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 20%-ითაა შემცირებული. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ფულადმა ჩარიცხვებმა 3 076 153,8 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის 11 თვეში კი 3 815 585,4 ათასი დოლარი.

მიმდინარე წლის მაჩვენებლებით, ქვეყანაში განხორციელებული ფულადი გზავნილებით პირველ ადგილზე აშშ-ა, საიდანაც საქართველოში იანვარ-ნოემბერში 517 516,0 ათასი დოლარი ჩარიცხა. TOP 3-შია ასევე იტალია და რუსეთი.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა:

აშშ – 517 516,0 ათასი დოლარი
იტალია – 516 097,5 ათასი დოლარი
რუსეთის ფედერაცია – 509 693,9 ათასი დოლარი
გერმანია – 243 985,8 ათასი დოლარი
საბერძნეთი – 239 498,7 ათასი დოლარი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები