2025 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოყოფილია 150 მილიონი ლარი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947 მილიონი ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

მეწარმეობის განვითარება – 247 მილიონ ლარზე მეტი;

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა – 49 მილიონ ლარამდე;

საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება – 102 მილიონ ლარამდე;

ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 149 მილიონი ლარი, მათ შორის, 25 მილიონი ლარი გათვალისწინებულია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის;

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის გამოყოფილია 70 მილიონი ლარი, ხოლო 21 მლნ ლარი გათვალისწინებულია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად;

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოყოფილია 150 მილიონი ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები