ლავროვი: მოსკოვი მზადაა, „სტრატეგიული მარცხის“ თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში ჰიპერბგერითი რაკეტის გამოყენების მიზანი დასავლეთისთვის იმის ჩვენება იყო, რომ მოსკოვი მზადაა, ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს „სტრატეგიული მარცხის“ თავიდან ასაცილებლად.

„შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა, რომლებიც კიევის რეჟიმს შორი მანძილის იარაღს აწვდიან, უნდა გაიგონ, რომ ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ნებისმიერი საშუალება, რათა არ დავუშვათ იმის მიღწევა, რასაც ისინი „რუსეთის სტრატეგიულ მარცხს“ უწოდებენ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, დონალდ ტრამპს ლავროვმა მეგობრული უწოდა, თუმცა უარყო მოსაზრება, რომ ტრამპი პრორუსია.

„ჩემი შთაბეჭდილებით, ის ძალიან მეგობრულია დისკუსიებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის პრორუსულია, როგორც ზოგიერთი ცდილობს, წარმოაჩინოს. სანქციების რაოდენობა, რომლებიც ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მივიღეთ, ძალიან დიდი იყო“, – დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები