ჭყონიას “კოკა-კოლა” – საყოველთაო გაფიცვის მოწოდებებში მონაწილეობაზე: ამ ეტაპზე გაფიცვას არ ვაპირებთ

აპირებს თუ არა თემურ ჭყონიას კოკა-კოლა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საყოველთაო გაფიცვის მოწოდებებში მონაწილეობის მიღებას – მედიაჰოლდინგ “კვირას” ამ კითხვას კომპანიის პიარსამსახურის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, “კოკა კოლა” გაიფიცება იმ შემთხვევაში თუ “კვირა” თავად გაიფიცება.

ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანია გაფიცვას არ აპირებს.

თქვენი სააგენტო თუ ხართ გაფიცული ან თუ აპირებთ გაფიცვას? ჩვენ, ამ დროის მონაცემებით, ამ ეტაპზე გაფიცვას არ ვაპირებთ. აი, თქვენ რომ გაიფიცებით, დაგვიკავშირდით და გავიფიცებით, აუცილებლად”, – განუცხადეს “კვირას” კოკა-კოლას პიარში.

ცნობისთვის, მანამდე “კვირამ” Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელ თემურ ჭყონიასთან დაკავშირება სცადა, რომელმაც ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები