ლავროვი – უკრაინელებზე: ახლა ისინი ჩვენი კონსტიტუციით უკვე რუსეთის შემადგენლობაში არიან

ომის დასრულების პირობას ნატოში უკრაინის არ გაწევრიანება, უცხოური სამხედრო ბაზების არ შექმნა და სამხედრო წვრთნების უცხოური ჯარების გარეშე ჩატარება წარმოადგენს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს.

„არანაირი ნატო, სამხედრო ბაზები, სამხედრო წვრთნა უკრაინის მიწაზე უცხოური ძალების მონაწილეობით! საჭიროა რეალობის გათვალისწინება ადგილზე. ეს არა მხოლოდ ფრონტის ხაზია, არამედ ცვლილებები რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში რეფერენდუმის შემდეგ. ახლა ისინი ჩვენი კონსტიტუციით უკვე რუსეთის შემადგენლობაში არიან. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები