გერმანიაში, ტერაქტის მოწყობის ბრალდებით ერაყელი ლტოლვილი დააკავეს

გერმანიის ქალაქ აუგსბურგში პოლიციამ 37 წლის ერაყელი ლტოლვილი საშობაო ბაზრობაზე ტერაქტის მოწყობის ბრალდებით დააკავა. 

როგორც უცხოური მედია წერს, ეჭვმიტანილი აუგსბურგის თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებელ ცენტრში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მანამდე პოლიციის ყურადღების ცენტრში სოციალურ მედიაში მისი პოსტების გამო მოხვდა, სადაც ის „ისლამურ სახელმწიფოს“ აქებდა. გერმანელმა სამართალდამცველებმა მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უცხოური დაზვერვის სამსახურისგან მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები