მიხეილ სააკაშვილი: რა სისხლიანი ცხრა წელი, ხალხნო, მე ვარ ავტორიტარი?! საქართველოს გავუხსენი მთელი მსოფლიოს ჰორიზონტები
“რა სისხლიანი ცხრა წელი, ხალხნო, მე ვარ ავტორიტარი?! საქართველოს გავუხსენი მთელი მსოფლიოს ჰორიზონტები“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდი ყველაზე განვითარებული ეპოქა იყო საქართველოს მრავალი საუკუნეების განმავლობაში.
“სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმიო, რანაირი ავტორიტარი ვიყავი, ხალხო?! 7 ნოემბერი რომ არ მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქის და რუსეთის ხელი ერია იმ ყველაფერში, რომ არ მომეწონა მოქმედება, გადავდექი პრეზიდენტობიდან და შევიმცირე ვადა.
„მე ვარ ავტორიტარი?! მე, რომელმაც საქართველოს გავუხსენი მთელი მსოფლიოს ჰორიზონტები, რომელმაც შემოვიტანე უამრავი ახალი ტექნოლოგია, განათლების ახალი სისტემა შევქმენი. თუ ეს ბრძოლა არ მივიყვანეთ ბოლომდე, ესენი ყველაფერს მოხურავენ, ყველა პოლიტიკოსს დააპატიმრებენ, დახურავენ ყველა ტელევიზიას აუცილებლად. ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად და გადავიდეთ ინტერნეტმაუწყებლობაზე. რა სისხლიანი ცხრა წელი, ხალხნო?! ყველაზე განვითარებული ეპოქა იყო საქართველოს მრავალი საუკუნეების განმავლობაში, სანიმუშო იყო ყველა ქვეყნისთვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.